სტოლტენბერგის განცახდება

30 დეკემბერი 2022, 15:27 604 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი, გერმანიასა და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ყველაზე სწრაფი გზაა მშვიდობისკენ. აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს და უკრაინას თავის კონტროლ ქვეშ ვერ მოაქცევს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გაჩნდეს მოლაპარაკების გზით სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი