მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტის სტატუსს რუსეთი და მისი მოქალაქეები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებენ. მან ასევე სარაკეტო იერიშებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყოველი ასეთი შეტევით რუსეთი ჩიხში შედის. ზელენსკის თქმით, უკრაინის უმეტეს რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგია და განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ დედაქალაქშია.