82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა

29 დეკემბერი 2022, 23:13 3033 ნახვა

 

ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, „ფეხბურთის მეფე“ პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ბოლო პერიოდში, სან პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა. ის წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

პელეს ბრაზილიის ნაკრები შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი – ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წელს გახდა.

პელეს 1363 მატჩში 1281 გოლი აქვს გატანილი. ფიფამ ის მე- 20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი