ბათუმის ხელოვნების ცენტრში წლის შემაჯამებელი მუსიკალური საღამო გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე ადგილობრივმა მომღერლებმა , სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური და ერთობლივი კომპოზიციები შეასრულეს. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ადმინისტრატორმა, ჯაბა სალუქვაძემ 2022 წელი ნაყოფიერად შეაფასა. მისი თქმით, ხელოვნების ცენტრმა წარმატებით არაერთ სპექტაკლს, მუსიკალურ და სალონურ საღამოს უმასპინძლა.