სააკაშვილის სასამართლო პროცესი

29 დეკემბერი 2022, 11:42 771 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაცვის მხარის ოქროს მოწმეს, ტოქსიკოლოგს მოუსმენს. სწორედ დევიდ სმიტი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. ის სხდომას დისტანციურად დაესწრება. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ასევე ისაუბრებენ ვივამედის მედიკოსები და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. რაც შეეხება თავად ბრალდებულს,ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნით მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს. არც დღევანდელი პროცესი იქნება გამონაკლისი სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის ახლობლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში