საფეხბურთო კლუბი ‘’გონიო ’’ ახალი სეზონისთვის ძლიერდება

28 დეკემბერი 2022, 11:27 3338 ნახვა

საფეხბურთო კლუბმა ‘’გონიომ’’ ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო. გასულ სეზონში გუნდი საქართველოს რეგიონულ ლიგაში ასპარეზობდა და ლიგა 4-ის საგზური მოიპოვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამირან გოგიტიძე დაინიშნა. გოგიტიძე სხვადასხვა დროს ‘’დინამო’’ ბათუმში , ქობულეთის ‘’შუქურაში’’, ხელვაჩაურის ‘’მაჭახელაში’’ და ქედის ‘’ბეთლემში’’ მუშაობდა.

კლუბის მეკარეების მწვრთნელი კი გამოცდილი სპეციალიტი იური მამინაშვილი იქნება.

‘’გონიოში’’ სიახლეებია ტრანსფერების მხრივაც. მომავალ სეზონში გუნდის ‘’შემადგენლობაში გიორგი ჩელებაძე და თემო კეპულაძე ითამაშებენ. 30 წლის ჩელებაძე სხვადასხვა დროს ქობულეთის ‘’შუქურაში’’ , ოდესის ‘’ჩერნომორეცში’’, გორის ‘’დილაში’’, ბოლნისის ‘’სიონში’’ და ბოლოს დუშეთის ‘’არაგვში’’ თამაშობდა.

კეპულაძემ გასულ სეზონში ‘’ მაჭახელას’’ და ‘’ოდიშის’’ რიგებში 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საფეხბურთო კლუბ ‘’გონიოს’’ დამფუძნებელის დავით დოლიძის განცხადებით გუნდი ეროვნული ლიგა 3-ის საგზურითვის იბრძოლებს.

"ისეთი კლუბი გვეყოლება რომ კონკურენციას ყველა გუნდს გაუწევს და ვიბრძოლებთ ლიგა 3 -სთვის. იქნება წარმოუდგენელი ტრანსფერები. ‘’გონიო’’ აუცილებლად გადავა მე-3 ლიგაში ‘’ - განაცხადა დოლიძემ.

"გონიო’’ გაძლიერების პროცესს აგრძელებს და რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ტრანსფერს დაადასტურებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში