კონცერტით გაგრძელდა ხელვაჩაურში საახალწლო ღონისძიებები. ნაძვის ხე მუნიციპალიტეტში გუშინ აინთო. ადგილობრივებისთვის ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდი“ ჩამოვიდა. ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი მოქალაქე მივიდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ კონცერტმა საახალწლო განწყობის შექმნა შეძლო. მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საბავშვო გასართობი შოუ პროგრამებიც.