სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე

26 დეკემბერი 2022, 16:24 458 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს და თუ საჭიროა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნავს.

"წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხარაულის ბიუროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს. 

"ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გიპასუხებთ, რადგან ამ პროცესში არ ვართ ჩართულები. სამხარაულის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მოცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი