ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.