რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა, გამოცხადდა საჰაერო განგაში - უცხოური მედია

26 დეკემბერი 2022, 10:27 674 ნახვა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, აეროდრომის „ენგელს 2“-ის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალების ხმა ისმის.

რუსული მედიის ცნობით,  ავიაბაზაზე განხორციელებულ შეტევას სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათივე განცხადებით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატმა შეტევა განახორციელა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ ავიაბაზაზე.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი