საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში

25 დეკემბერი 2022, 17:54 1130 ნახვა

დაახლოებით ორმოცდაათ წუთში,19 საათზე აანთებენ საზეიმოდ ქობულეთის ნაძვის ხეს. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა სადაც ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი, ტერიტორიაზე განთავსებულია კვების ობიექტები სადაც გლიტვეინისა და ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებთ. ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საბავშვო სივრცეც. 19 საათი და 30 წუთიდან სტუმრების განწყობაზე ღამის ბენდი იზრუნებს. საღამო ფოერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში 2 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტს- მგზავრებს გვიან ღამემდე მოემსახურება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი