ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ომი უკვე წააგო, ისევე როგორც ჰიტლერმა 1943 წელს. ფრანს ტიმერმანსის თქმით, პუტინი უკრაინელების გამძლეობაზე ცდებოდა, მისთვის კი სრული სიმართლის თქმას ახლაც ვერავინ ბედავს, ვერც მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ევროკომისარის განცხადებით, ერთადერთი რამაც შესაძლოა რუსეთის კურსი შეცვალოს ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ დასავლეთი არ დანებდება, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად.