ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას - ვოლოდიმირ ზელენსკი

25 დეკემბერი 2022, 12:01 433 ნახვა

სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ხალხს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი. მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს. პრეზიდენტს სჯერა რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთილებას კი იმედი. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი