რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში საშობაო ლიტურგიის დროს ხალხს სიმამაცისკენ მოუწოდა, რადგან არ დაუშვან რომ შიშმა და იმედგაცრუებამ მათზე გაიმარჯვოს. პაპმა ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა სიხარბეზე, სიმდიდრისა და ძალაუფლებაზე. დღეს წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან, რომის პაპი მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.