ყველაზე მნიშვნელოვანს - მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს მაცხოვრის შობას.