კვლავ ინტენსიურად თოვს ბათუმში. თოვლის საფარის სიმაღლე ქალაქში 50 სანტიმეტრს აღწევს. მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები შეცვლილია. იქ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ჩვენი გადამღები ჯგუფები დილიდან მუშაობენ ქალაქის სხვდასხვა უბანში.