ოკუპანტმა ხერსონის ცენტრი დაბომბა

24 დეკემბერი 2022, 15:01 573 ნახვა

უკრაინაში ომის 10 თვე შესრულდა. ქვეყანაში ისევ საომარი მოქმედებებია. რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს და დაბომბილი ქალაქის ფოტოებს აქვეყნებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე წერს, რომ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე განადგურებულია შენობები. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გვიან ღამით კი ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს მიმართულებით. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. გრძელდება იერიში დონეცკის ოლქშიც, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში დაბომბვის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.ისევ რთულია მდგომარეობა ბახმუტში. აქ რუსებმა 25 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინის პროკურატურამ წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის 5 079 საქმე აღძრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში