562 ქალის მიმართვა პრეზიდენტს

24 დეკემბერი 2022, 14:54 535 ნახვა

562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით წერილობით მიმართავს, - გამოიყენოს მისთვის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. მიმართვის ტექსტს პარტია “დროა“ ავრცელებს და განმარტავს, რომ წერილზე ხელმომწერ ქალებს აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. მათივე განმარტებით, წერილი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი