რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

22 დეკემბერი 2022, 20:45 588 ნახვა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსს გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა.

ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში