,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ წელს ფონდმა 53 დაჭრილი მებრძოლი დააფინანსა, ჩატარდა 17 ოპერაცია. ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი სპეციალური კურსები შეიქმნა.