ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

22 დეკემბერი 2022, 13:40 439 ნახვა

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და ნათია წიპტაურს, ვერც ერთმა მათგანმა საჭირო 100 ხმა ვერ მიიღო.​

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად,  კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი