სხდომის პარალელურად აქცია იმართება სასამართლოს ეზოში, სადაც შეკრებილები არიან მხარდამჭერები და თანაგუნდელები. აქციაზე მივიდა გიული ალასანიაც, რომელიც მანამდე იმყოფებოდა კლინიკა ვივამედში. მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები სწრაფად ჩატარდეს, რათა მიხეილ სააკაშვილი დროულად გადაიყვანონ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. ამასთან ამბობს, რომ ამერიკელი ფსიქიატრის დიაგნოზში, რომელიც ჩამოვიდა, მის შვილთან დაკავშირებით დემენცია წერია.