ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 6.4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით იყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენები, რამაც გაჟონვა გამოიწვია. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო ორი სხვა შენობა ჩამოინგრა.