მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ბახმუტი კვლავ რჩება საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად. ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რადაში მიღებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს, იმის მიუხედავად, რომ ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის განახლებულ მოსაზრებას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.