ევროკავშირი გაზზე ზღვრული ფასზე შეთანხმდა

20 დეკემბერი 2022, 11:54 373 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შემოიღონ გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ ნიდერლანდის უდიდეს ვირტუალურ სავაჭრო პუნქტში გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს. შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას მართავდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს. წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი