ცნობილია საპრიზო თანხები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორებმა გამოიმუშავეს

19 დეკემბერი 2022, 16:50 1453 ნახვა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი არგენტინის ნაკრები გახდა. ცნობილია თუ რა თანხები გამოიმუშავებს ნაკრებებმა მუნდიალზე ასპარეზობით.

FIFA-ს საერთო ჯამში ტურნირისთვის 440 მილიონი დოლარი ჰქონდა გამოყოფილი. გამარჯვებულმა ნაკრებმა ანუ არგენტინამ 42 მილიონი დოლარი მიიღო. მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს 30 მილიონი დოლარი ერგო, ბრინჯაოს პრიზიორ ხორვატიას 27 მილიონი დოლარი, ხოლო მეოთხე ადგილოსან მაროკოს კი 25 მილიონი დოლარი.

წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი თავისი საპრიზო ფონდით ყველაზე მასშტაბური იყო. მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი