ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

19 დეკემბერი 2022, 11:18 443 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მტრის მთავარი მიმართულება სწორედ ბახმუტია.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარებას, მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი