რამდენიმე წუთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე – ლუსაილის სტადიონზე ერთმანეთს 2022 წლის მუნდიალის ორი საუკეთესო გუნდი ხვდება. – ლეო მესის არგენტინა - კილიან მბაპეს საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი შ ტოპ-5 ნაკრებში შედის, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ მოგებული.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები მეექვსედ თამაშობს. 1978 და 86 წლებში გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. ფრანგები კი ფინალში მეოთხედ გავიდნენ – მოიგეს 1998 და 2018 წლებში, 2006 წელს კი წააგეს.
არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრით კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სრულდება.