უკრაინაში მძიმე ბრძოლები მე-10 თვეა გრძელდება. ამ დრომდე ქვეყნის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. ბოლო 24 საათში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავდა 22 ადამიანი. საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით რუსულმა აგრესიამ უკრაინაში 450 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ასევე სრულად განადგურდა 337 სასწავლო დაწესებულება. გვიან ღამით 5-ჯერ დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 1 ადამიანი დაიღუპა ხერსონზე განხორციელებული იერიშის დროს.
უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი კაცი, დაბომბვის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.
ამავე ოლქში, სოფელ სტეპანოვკაში კი რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაბომბეს, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა სკოლის შენობა, საავადმყოფო და ეკლესია.