აშშ მზადაა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების სწრაფად აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება უზრუნველყოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ისაუბრა. მისი თქმით ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინელების შეშინებას და ზამთრის პირობებში ცხოვრების პირობების გართულებას ცდილობს.