პუტინის ომმა უკრაიაში 449 ბავშვი მოკლა

17 დეკემბერი 2022, 11:12 675 ნახვა

უკრაინაში ომის 297-ე დღეა. რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან ქვეყანაში უკვე 449 ბავშვი მოკლეს, 1 308-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს, მათი თქმით ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა. მასობრივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია 337 სასწავლო დაწესებულება, 3000-ზე მეტი კი დაზიანებული.

უწყების ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა უკრაინის მიმართულებით 76 რაკეტა გამოიყენა, კრივოი როგში, გუშინ აფეთქებისას  ორი ადამიანი გარდაიცვალა და ორ მცირეწლოვანს  ეძებდნენ. გვიან ღამით კი ნანგრევებში გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი დარტყმები განახორციელონ.

პრეზიდენტის თქმით, გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა 70 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 60-ი ჩამოაგდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში