პოლიციამ "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

15 დეკემბერი 2022, 10:02 509 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი