ომი უკრაინაში

14 დეკემბერი 2022, 19:45 469 ნახვა

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 13 დრონი ჩამოაგდეს. დღეს დილით კიევზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშების შემდეგ, კიევის რეგიონის გუბერნატორმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „ენერგეტიკულ ტერორს" აგრძელებს. პაპმა ფრანცისკემ კი ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში