პარლამენტში დღეს 2023 წლის ბიუჯეტზე უნდა იმსჯელონ

14 დეკემბერი 2022, 17:42 1396 ნახვა

პარლამენტმა დღეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრამდე ცოტა დრო რჩება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25 მილიარდ ლარს აჭარბებს. პრიორიტეტი სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია. ბიუჯეტს იწუნებს ოპოზიცია, ისინი თანხის არამიზნობრივ გადანაწილებაზე საუბრობენ და პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობენ. 2023 წლის ბიუჯეტზე მეტს მოგიყვებით მთავარ გამოშვებაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში