საქართველო ნიდერლანდურ რუკებზე

14 დეკემბერი 2022, 14:30 709 ნახვა

საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც სულხან სალაძის  კერძო კოლექციიდან 26  რუკა და გრავიურაა წარმოდგენილი. გამოფენილი მასალები ნიდერლანდებშია დაბეჭდილი.  

წარმოდგენილი მასალებიდან  დასტურდება,  რომ ისტორიულად შავი ზღვა  საქართველოსა და ევროპას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებდა. 

გამოფენა, რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება. 

ბათუმის შემდეგ გრავიურების და რუკების კოლექცია ზუგდიდში გამოიფინება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში