დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე იმსჯელებს

14 დეკემბერი 2022, 10:01 466 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს.

"დავაყენებთ შუამდგომლობას ზოგადად, რატომ უნდა მოხდეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება და დაიწყება ექსპერტების დაკითხვაც. დაიკითხება ორი ექსპერტი. წესით დისტანციურად უნდა ჩართონ, მოსამართლემ ამის დავალება გასცა პენიტენციურ სამსახურს. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენ პოზიციას - ან გაათავისუფლებს, ან გადაუვადებს დანიშნული სასჯელის მოხდას,“ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

სასამართლო პროცესის პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში