ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და სანიაღვრე არში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.
შემთხვევის ადგილას იმყოფება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელბი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.