ბათუმი ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც 14-დან 29 წლამდე ასაკის ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ისაუბრებენ, ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
გარდა ამისა, ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ ისეთ თემებზე როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ინფორმირებულობა და უნარების გაძლიერება, ახალგაზრდულ სივრცეებზე ხელშეწყობის გაზრდა.