სააკაშვილის ოჯახმა ევროპარლამნეტში პრესკონფერენცია გამართა

13 დეკემბერი 2022, 11:18 395 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს.  ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტიდან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს,  სწორი ნაბიჯი გადადგან და მისცენ  საშუალება ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ იმკურნალოს.

ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ  გამოუსწორებელი ზიანი არ უნდა დადგეს.  სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმაც მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მასიმო დანჯელოს განცხადების ადრესატია ბიძინა ივანიშვილიც.

ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ  სააკაშვილს  არამხოლოდ აწამებდნენ, არამხოლოდ მოწამლული იყო, არამედ აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც უფლებადამცველის ინფორმაციით,  ყოფილი პრეზიდენტის  მდგომარეობას ართულებს.  

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ  არის იურიდიული საფუძველი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს მისი ჯანმრთელობის გამო.  

კიდევ ერთმა ევროპელმა დეპუტატმა ანა ფოტიგამ კი ქართული ოცნების გარდა საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა, რომ  მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში