პროფესიული უნარების სააგენტომ წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებმა სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
გამომსვლელებმა პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსების მნიშვნელობაზე და პროფესიული განათლების საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრეს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაარსდა. მას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.