ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნორა კვიციანი 2006 წელს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.
ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. 2017 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, ყველა ეპიზოდში გაამართლა.
მიმდინარე წელს ნორა კვიციანი მონაზვნად აღიკვეცა და დედა ქეთევანი ეწოდა.