დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვებმა საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით 50-ზე მეტი ავიარეისი ძლიერი ნისლის გამო გააუქმეს.
პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. მოლიპული გზების გამო კი გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შოტლანდიაში ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა - რაც ყველაზე დაბალი იქნება დიდ ბრიტანეთში გასული წლის თებერვალში დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ.