მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები მაღალმთიანეთის მოსახლეობას ხვდება

12 დეკემბერი 2022, 11:28 609 ნახვა

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 21) შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და, საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით, მოქალაქეთა წინადადებებს ითვალისწინებს.

დღეს და ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდებიან.

დღეს, 15  საათზე შეხვედრა შუახევის რესურს-ცენტრში, ხვალ კი,  14 საათზე კი ხულოს ბიბლიოთეკაში გაიმართება.

შეხვედრების მიზანი, საზოგადოებისთვის მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების გაცნობა და მოქალაქეთა მოსაზრებების მოსმენაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი