საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა. ევროვიზიის გამარჯვებული 203 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა, მეორე ადგილზე 180 ქულით სომხეთის წარმომადგენელი გავიდა.
პოლონეთმა და სომხეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს. მარიამ ბიგვავა კონკურში მერვე ნომრად გამოვიდა.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „I Believe“/ „მჯერა“ შეასრულა.