საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების შეხვედრა შუახევისა და ხულოს მოსახლეობასთან

10 დეკემბერი 2022, 20:04 905 ნახვა

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 21) შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას. აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და, საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით, მოქალაქეთა წინადადებებს ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 12 და 13 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდებიან.

12 დეკემბერს, 15 საათზე შეხვედრა შუახევის რესურს-ცენტრში, 13 დეკემბერს, 14 საათზე კი ხულოს ბიბლიოთეკაში გაიმართება.

შეხვედრების მიზანი, საზოგადოებისთვის მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების გაცნობა და მოქალაქეთა მოსაზრებების მოსმენაა. დასწრება თავისუფალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი