290-ე დღეა უკრაინაში ოკუპანტი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ისევ აქტიურად აწარმოებს. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ, თუმცა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
სერგეი გაიდაის თქმით, ტერიტორიის დიდი ნაწილი ახალ წლამდე ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იქნება.
ურთულესი ვითარება რჩება ამ დრომდე ბახმუტში, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ოკუპანტებმა ქალაქი ფაქტობრივად გაანადგურეს.