როიტერსის ცნობით, კვირას, 11 დეკემბერს, ერდოღანს ჯერ ვლადიმერ პუტინთან ექნება კომუნიკაცია, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს დაუკავშირდება. თურქეთის ლიდერი მხარეებთან შავი ზღვის დერეფანში მარცვლეულის ტვირთის დერეფნის შეთანხმებაზე ისაუბრებს. ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს გაფორმდა. მოგვიანებით, რუსეთმა ეს შეთანხმება დატოვა, თუმცა მალევე დაუბრუნდა.