1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%.
ამის გარდა სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლიდან განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდება.
იგეგმება ავტომობილების მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაც. აღნიშნულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.