ევროკავშირის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის

09 დეკემბერი 2022, 11:12 466 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არ აღიარების შესახებ. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდება.

გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით აკრძალული იქნება შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის აღება.

საბჭოში განმარტავენ რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე, ასევე,  წარმოადგენს პასუხს  2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში