გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

08 დეკემბერი 2022, 10:26 589 ნახვა

გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინაში 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლავ არსებობს რუსეთის სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში